ბორის ნემცოვი მოსკოვში ტროეკუროვოს სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი მოსკოვში ტროეკუროვოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მას დღეს დილიდან სახაროვის ცენტრში ემშვიდობებოდნენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ცენტრში დილიდან უამრავი ადამიანი მივიდა. მათ შორის იმყოფებოდნენ რუსი პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერები და უცხოელი სტუმრები.
დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ჯონ მეიჯორი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი და შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ტეფტი.
იყვნენ ისეთებიც, ვინც პანაშვიდზე დასასწრებად რუსეთში საერთოდ არ შეუშვეს. მაგალითად, პოლონეთის სენატის სპიკერი, ბოგდან ბორუსევიჩი და ლატვიელი ევროპარლამენტარი, სანდრა კალიენტე.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ბორის ნემცოვი სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. ბორის ნემცოვი მოსკოვში რამდენიმე დღის წინ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები