რა კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილს რადას დეპუტატთან, რომელმაც ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა

რადას ყოფილმა დეპუტატმა და 2010 წელს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, 61 წლის მიხეილ ჩეჩეტოვმა 28 თებერვალს ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ის საკუთარი სახლის მე-17 სართულის აივნიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრაინელმა პოლიტიკოსმა წერილი დატოვა. “ცხოვრების გასაგრძელებლად მორალური ძალა აღარ გამაჩნია. მე მივდივარ. ვფიქრობ, ასე ყველასთვის უმჯობესი იქნება, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”,- წერდა ჩეჩეტოვი.
11039376_1551175901800648_442068116_nუკრაინელი პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება გავრცელდა თუმცა, უკრაინის “რეგიონების პარტიაში” აცხადებენ, რომ ჩეჩეტოვის თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი ის ბრალდებები გახდა, რომელიც უკრაინის ახლანდელმა მთავრობამ მის წინააღმდეგ “შეთითხნა”. “რეგიონების პარტია”მომხდართან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას ახლანდელ მთავრობას აკისრებს და აცხადებს, რომ ჩეჩეტოვი მათი რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
“ჩეჩეტოვის სიკვდილი, ასობით ათასი უკრაინელის სიკვდილის მსგავსად, ახლანდელი მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. ჩეჩეტოვი სწორედ ის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს მთავრობას სჭირდებოდა. ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ დიდი ალბათობით, ეს მსხვერპლი ახალი რეჟიმის უკანასკნელი მსხვერპლი არ იქნება. ეს არის მთავრობა, რომელიც დემოკრატიის ლოზუნგებით მოვიდა და უკანონობას სჩადის. ისინი ცხვრის ტყავში შემოსილი მტაცებელი მგლები არიან. პოლიტიკური შოუ, სახელად “სასამართლო გარჩევა” ჩეჩეტოვს სიკვდილის ფასად დაუჯდა. ცხოვრებიდან ის ამაყი წავიდა, არ სურდა, რომ ახლანდელი მთავრობის მიერ ორგანიზებული მწვალებლობის მონაწილე გამდარიყო”,- აცხადებენ პარტიაში.
უკრაინელ დეპუტატს, მიხეილ ჩეჩეტოვს კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფლებაზე დარჩენის სანაცვლოდ, მან გირაოს სახით 5 მილიონი გრივნაც კი გადაიხადა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პროკურატურას მისთვის ახალი ბრალდებებიც უნდა წარედგინა. საზოგადოების ნაწილი ჩეჩეტოვს დამნაშავედ თვლის, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ის უკრაინის ახალი მთავრობისთვის „განტვების ვაცად“ იქცა. მოხუცი პოლიტიკოსი იმისთვის გამოიყენეს, რომ საზოგადოებისთვის ახალი რეფორმების სიძლიერე ეჩვენებინათ.
ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, აცხადებს, რომ ჩეჩეტოვის კორუფციაში მხილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ის ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელად სახელდებოდა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი უკრაინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის ამჟამინდელი მთავრობა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებით დაკომპლექტდა. ” ყველას კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილის ცნობილი გამოთქმა, რომელიც უკრაინის მაღალჩინოსნების სახელფასო განაკვეთებს უკავშირდებოდა: “დეპუტატებს იმდენად მცირე ხელფასები აქვთ, რომ ისინი ან წმინდანები არიან, ან კიდევ იპარავენ”. როგორც ჩანს, წმინდანებს ვერ მიაგნეს, აი ქურდების პოვნა კი არ გაუჭირდათ. ყოველ შემთხვევაში, „განტევების ვაცის“ პოვნა ყველგან შესაძლებელია.ჩეჩეტოვი სააკაშვილის კოლეგა იყო, რადგანაც 2010 წელს ისიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ, თუმცა, როგორც ჩანს, ამანაც არ უშველა”,- განაცხადა ჩვენმა წყარომ.
რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ფონზე, რადას დეპუტატის თვითმკვლელობა არც ისე რეზონანსული აღმოჩნდა. გუშინ ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ მარშზე მოსკოვში 50 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა მაშინ, როდესაც მიხეილ ჩეჩეტოვის დაკრძალვის ცერემონიალი ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა. მათ შორის, ვინც გარდაცვლილ პოლიტიკოსს პატივი მიაგო მთავრობის წარმომადგენლებიდან, მისი თანაპარტიელები და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელები ჭარბობდნენ.

                                                                                                                                                                                    ნინი ჯაფარიძე

11039590_1551171355134436_744607149_n

11040745_1551171348467770_2089118311_n

11016577_1551171368467768_1197461626_n

10928769_1551171351801103_973339447_n

10979459_1551171361801102_750386720_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები