პუტინის მოზარდი ფანები: პუტინი ჩემთვის ღმერთია, მინდა ჩემი მომავალი ქმარი მას ჰგავდეს
ამერიკულმა გამოცემა „The Guardian“-მა რუსეთის პრეზიდენტის არასრულწლოვანი და თინეიჯერი თაყვანისმცემლების ფოტოგრაფების ნაკრები გამოაქვეყნა. ყველა ფოტო უნგრელ ფოტოგრაფს ბელა დოკას ეკუთვნის, რომელმაც რუსეთის ყველა კუთხეში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში გადაიღო. პუტინის თაყვანისმცემელი რუსი მოზარდების დამოკიდებულებას, რომლებიც მეტწილად გოგონები არიან, ძნელია ჯანსაღი უწოდო და კონსტანტირებისთვის პუტინის მისამართით მოზარდების გამოთქმული ციტატებიც საკმარისი იქნება, რომელიც ფოტოგრაფს მოჰყავს. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ.
ტანია არხიპოვა: „ მე მომწონს თუ როგორ ექცევა პუტინი თავის ბავშვებს და მეუღლეს, მე ვფიქრობ ის შესანიშნავი ქმარია. მან ხალხს რუსეთის დაფასება აიძულა“.
იულია ნიკოლაევა „ პუტინის წყალობით რუსეთი აღდგა და ახალ სიმაღლეზე ავიდა“
ალინა: „ ყოველდღე გაზეთებიდან ვიგებ თუ რა ხდება პუტინის პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში. მისი პორტრეტიანი პლაკატი საწოლთან მაქვს ჩამოკიდებული. მე თავს პატრიოტად მივიჩნევ“.
პუტინის ფან-კლუბის წევრი წყვილი ერთად კითხულობს პუტინის წიგნს „ჩემი იდეოლოგია“
იულია: “პუტინზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მან იმდენი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, რაც არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია“.
ლენა: „პუტინი ძალზე მრავალმხრივი ადამიანია, მაგალითად ის ჭიდაობს ძიუდოს, დადის სათევზაოდ და სრიალებს თხილამურებზე. მე ვფიქრობ, რომ ის კარგი მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდებისთვის“.
ვიკა „ პუტინი ჩემთვის ღმერთია. ის იდეალური მამაკაცია – პოლიტიკოსი, სპორტსმენი, მეოჯახე. მე მინდა ჩემი მომავალი ქმარი მას ჰგავდეს !“