ლუპიტა ნიონგოს 150 ათას დოლარად შეფასებული კაბა მოჰპარეს

ჰოლივუდში მოღვაწე კენიელ მსახიობს, ლუპიტა ნიონგოს ის კაბა მოჰპარეს, რომელიც მას „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე ეცვა. ცნობილი დაიზინერის, ფრანცისკო კოსტას მიერ შექმნილი კაბა, რომელიც მარგალიტებით იყო გაწყობილი, მოდის კრიტიკოსებმა 150 ათას დოლარად შეაფასეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობს ის ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი სასტუმროდან მოჰპარეს. მიმდინარეობს გამოძიება. ლუპიტა ნიონგი, სტივ მაკ-კუინის ფილმში “მონობის 12 წელში” მეორეხარისხოვანი როლის შესრულების შემდეგ გახდა პოპულარული. აღნიშნული როლისთვის მან „ოსკარი“ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები