გერმანიაში სამხატვრო გამოფენაზე მისულმა შიშველმა ქალმა საზოგადოება გააოგნა (ვიდეო)
გერმანიის ქალაქ მიუსტერში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაზე მისულმა ახალგაზრდა შვეიცარიელმა მხატვარმა მილო მუარმა საზოგადოება გააოგნა – საკუთარ ახალშობილთან ერთად ის სრულიად შიშველი გამოცხადდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ცნობილი მხატვრების: ფრენსის ბეკონის, ლიუსენ ფრეიდისა და დეივიდ ხოკნის ნახატებიც ნუდისტურ სტილში იყო შესრულებული.
„ჩემი საქციელი ერთგვარი გამოწვევა იყო. ერთია, როდესაც შიშველ ადამიანებს ნახატზე უცქერ, და მეორეა, როდესაც მათ გვერდით შიშველ ადამიანს ხედავ. მინდოდა გამეგო, რამდენად ძლიერ შეეძლო შიშველ ადამიანს რეალურ ცხოვრებაში ზემოქმედების მოხდენა”,- განაცხადა მხატვარმა.