იამალის ნახევარკუნძულზე მეცნიერებმა გიგანტური კრატერი აღმოაჩინეს (ფოტოკოლაჟი)
ციმბირის ჩრდილოეთით, იამალის ნახევარკუნძულზე მეცნიერებმა უცნაური წარმოშობის რამდენიმე გიგანტური კრატერი აღმოაჩინეს. ამ დროისათვის მსოფლიოში სულ 7 კრატერის შესახებ არის ცნობილი. ჰავაის კუნძულზე მდებარე “იმოლოკინის” კრატერი, რომელიც დაახლოებით 15 ათასი წლის წინ წარმოიშვა, ბაიკიკის სანაპირო ზოლზე მდებარე “დაიმონდ ჰედის” კრატერი, 4 ათასი წლის წინ წარმოშობოლი “ილჩულბონგის” კრატერი, ინდონეზიის კუნძულ ფლორესის კუნძულზე მდებარე “კელიმიტუს” კრატერი, ფილიპინების ზღვაში მდებარე “აოგაშიმას” კრატერი, “ბაინდრიდგეს” კრატერი და “ნაბიოტუმის” კრატერი.
“სიბირიან თაიმსის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეცნიერებს იამალის კუნძულზე აღმოჩენილი კრატერების ფოტოები მხოლოდ თანამგზავრებიდან აქვთ დაფიქსირებული. ისინი ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ კუნძულზე კრატერების რაოდენობა 30-მდე მერყეობს.