მუჰამედ ალისა და ლისტონის ხელთათმანები თითქმის 1 მილიონ დოლარად გაიყიდა
ხელთათმანები, რომლებშიც ასპარეზობდა მუჰამედ ალი და სონი ლისტონი აუქციონზე 956 ათას დოლარად გაიყიდა. ორთაბრძოლამ, რომელიც 1965 წლის 25 მაისს გაიმართა მენის შტატში, მაყურებელს იმედი გაუცრუვა: პირველივე რაუნდში, ალიმ ლისტონი ნოკაუტში ჩააგდო. ბევრი, მათ შორის გამარჯვებულიც, ფიქრობდა, რომ ლისტონი სპეციალურად დავარდა რინგზე, „მოჩვენების დარტყმით“ ცნობილი ილეთით. ბი-ბი- სი-ს ცნობით, მატჩის ხელმძღვანელმა შეინახა მოკრივეების ხელთათმანები და დიდი ხნის განმავლობაში მის ოჯახში ინახებოდა.