ბრიტანელი პარლამენტარები დაწყებით კლასებში სქესობრივი განათლების შემოღებას აპირებენ
ბრიტანელი პარლამენტარები დაწყებით კლასებში სქესობრივი განათლების შემოღებას აპირებენ. იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანო აღნიშნული ინიციატივის რატიფიცირებას მოახდენს, დაწყებითი კლასის ბავშვები, მათ შორის, პირველკლასელებიც არა მარტო ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთიერთობის შესახებ შეიძენენ ცოდნას, არამედ – არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებისა და მათი სექსუალური მისწრაფებების შესახებაც.
“სქაი.ნიუსი”იუწყება, რომ აღნიშნული კანონპროექტი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბრიტანელი კანონმდებლები ამით ცდილობენ, რომ ბავშვები პატარა ასაკშივე მოარიდონ მათ წინააღმდეგ განხორციელებულ შესაძლო სექსუალურ ძალადობას.
“ჩვენ გვსურს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდები მომზადებულები იყვნენ სექსუალური ცხოვრებისთვის. ეს მათი პირადი და ემოციური კეთილდღეობისთვის კეთდება. სქესობრივი განათლება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, – იუწყებიან ბრიტანეთის განათლების სამინისტროში.
დღეისათვის, ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმირება მე-8, მე-9 კლასიდან იწყება.