თბილისი მსოფლიოს 53 ლამაზ ქალაქს შორის დასახელდა

„50-ზე მეტი ლამაზი ქალაქი, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ეწვიო“, – ამ სათაურით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტჟურნალი Architecture And Design-ი ფოტორეპორტაჟს ამზადებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამსტერდამის, ლონდონის, ნიუ-იორკის, სიდნეის, ბარსელონას და სხვა ქალაქებს შორის თბილისიც დასახელდა. მსოფლიოში ტურისტებისათვის მიმზიდველ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქს 31-ე პოზიცია უკავია.
Architecture And Design-ის ვებგვერდს http://www.architecturendesign.net/50-beautiful-cities-everyone-should-visit-at-least-once/#.VOD3BOqGF9E.twitter კვირის განმავლობაში 12 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჟურნალს 20 მილიონამდე მოწონება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები