„გოგონები კერხელით“- ავტოსამრეცხაო რუსთავში, სადაც ავტომობილების სისუფთავეზე მხოლოდ გოგონები იზრუნებენ

ავტოსერვისში გვესაჭიროება ავტომანქანის მრეცხავი გოგონები 20-დან 40-წლამდე საქმის ადგილზე შესწავლით – აღნიშნული განცხადება დასაქმების მაძიებალთა ქართულ ინტერნტგვერდზეა განთავსებული. ერთი შეხედვით, სტანდარტულ განცხადებაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა ერთისა – დასაქმების მსურველები აუცილებლად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უნდა იყვნენ.10403317_10152741972729779_1544406090603633203_n
„გოგონები კერხელით“ – მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ქართული რეალობისთვის კი უცხო ხილი. ავტომობილების სამრეცხაო, სადაც ავტომობილების მოწესრიგებაზე მხოლოდ გოგონები იზრუნებენ, რუსთავში მდებარეობს.
“კვირა“ აღნიშნული ავტოსამრეცხაოს მფლობელს დაუკავშირდა. სასიამოვნო გარეგნობა, ოპერატიულობა და საქმის სიყვარული – ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლებიც ავტოსამრეცხაოში დასაქმების მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ.
ავტოსამრეცხაოში, რომელიც მალე მშვენიერი სქესის წარმომადგენლებით შეივსება, ამჟამად მამაკაცები მუშაობენ.
ავტოსამრეცხაოს მფლობელი ამბობს, რომ მამაკაცებს უსამსახუროდ დარჩენა არ ემუქრებათ, რადგან დასრულების ფაზაშია მეორე ავტოსამრეცხაო, სადაც მათი გადაყვანა იგეგმება. მისი თქმით, დასაქმების სურვილი, საკმაოდ ბევრმა გოგონამ გამოთქვა.11002624_10152741972719779_2877060659063657827_n
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ავტოსამრეცხაოებში დასაქმებული ქალატონები საკმაოდ თამამი ჩაცმულობით გამოირჩევიან და მანქანის რეცხვის პროცესს ერთგვარი სანახაობის სახე ეძლევა. “კვირა“ დაინტერესდა, აქვს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე გეგმა ავტოსამრეცხაოს ქართველ მფლობელს. მეპატრონე ამობს, რომ გოგონები თამამად, თუმცა ვულგალურად არ იქნებიან ჩაცმულები.
“ვფიქრობ, ავტომფლობელების მხრიდან დიდი დაინტერესება ექნება ჩვენს ახალ ავტოსამრეცხაოს, სადაც მხოლოდ გოგონები იმუშავებენ. ბევრი გეგმები გვაქვს. დასაქმების სურვილი საკმაოდ ბევრმა გოგონამ გამოთქვა, რაც ძალიან მახარებს“, – აცხადებს ავტოსამრეცხაოს მფლობელი.
ავტოსამრეცხაო რუსთავში უახლოეს პერიოდში გაიხსნება. მეპატრონე ვარაუდობს, რომ ქალბატონებს მანქანების სისუფთავეს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი სქესის წარმომადგენლები ანდობენ და ავტომფლობელები მხოლოდ რუსთაველები არ იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები