რუსეთმა ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა დააკმაყოფილა

  რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა პირადი უსაფრთხოების შესახებ დააკმაყოფილა,- ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. საინფორმაციო სააგენტო ინფორმაციას მთავრობაში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს თქმით, რუსეთი პასუხისმგებლობას იღებს იანუკოვიჩის უსაფრთხოებაზე მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამის პარალელურად ცოტა ხნის წინ ვიქტორ იანუკოვიჩმა თავი კვლავ უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადა. უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა და 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები