ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის იმ დავალიანებისგან გათავისუფლდებიან, რომელიც მათ 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედოთ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს. საკითხს დღეს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე გამოეხმაურა და ის დადებითად შეაფასა. მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ერთგვარი სოლიდარობის გამოცხადება იმ ადამიანების მიმართ, რომლებთაც მიმზეზთა გამო დავალიანება დაუგროვდათ.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაწყვეტილებისთვის, რაც ჩემი აზრით მძღოლების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაა. ამ ადამიანებს სხვადასხვა მიზეზთა გამო დავალიანება დაუგროვდათ, რომელიც ამჯერად ჩამოეწერებათ. მომავალი წლიდან კი ამ მიმართულებით მონიტორი გამკაცრდება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები