რუსეთი 2036 წლისთვის მთვარის ელექტროსადგურის შექმნას გეგმავს
რუსეთი 2036 წლისთვის მთვარის ელექტროსადგურის შექმნას გეგმავს,- ინფორმაციას რუსეთის კოსმოსური სააგენტო “როსკოსმოსი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი გათვლილია მთვარის გრძელვადიანი კვლევითი მისიის ენერგომომარაგებაზე და მოიცავს როგორც სამეცნიერო აპარატების, ისე მომავალი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.
„პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მუდმივი სამეცნიერო მთვარის სადგურის შექმნისა და ერთჯერადი მისიებიდან მთვარის გრძელვადიან საძიებო პროგრამაზე გადასვლისკენ“, – ნათქვამია „როსკოსმოსის“ განცხადებაში.
სააგენტომ განაცხადა, რომ ასევე გეგმავს კოსმოსური ხომალდების შემუშავებას, ხმელეთზე ექსპერიმენტული ტესტირების ჩატარებას, ფრენის ტესტების ჩატარებას და მთვარეზე ინფრასტრუქტურის განთავსებას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2025 წლის დეკემბერში “როსკოსმოსმა” ლავოჩკინის ასოციაციასთან ხელი მოაწერა სამთავრობო კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც 2036 წლამდე რუსული მთვარის ელექტროსადგურის შექმნაზე სამუშაოები განხორციელდებოდა.