აშშ-მა ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები დაიწყო
აშშ-მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებასთან (ISIS) დაკავშირებული მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები დაიწყო, სადაც მებრძოლები პოზიციების დამკვიდრებას ცდილობენ,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, დაბომბვის ობიექტი გახდა ჯგუფის მიერ მართული ბანაკები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შობის დღეს განხორციელებულ ტერაქტებს „ძლიერი და სასიკვდილო“ უწოდა.
როგორც “ბიბისი” წერს, ამერიკის მხრიდან დარტყმების შედეგად „მრავალი ექსტრემისტი“ დაიღუპა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იუსუფ მაიტამა ტუგარმა, BBC-ს განუცხადა, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია და არანაირი კავშირი არ ჰქონდა კონკრეტულ რელიგიასთან.
ტუგარმა განაცხადა, რომ დარტყმები „საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში“ იყო დაგეგმილი და გამოყენებული იყო ნიგერიის მიერ მოწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია.
შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ ადრე დაადანაშაულა ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების ჯიჰადისტური თავდასხმებისგან დაცვის უუნარობაში და განაცხადა, რომ მიმდინარეობს „გენოციდი“.