სამტრედიის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე არხების გაწმენდა და აღდგენა.
როგორც დავით ბახტაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის სამელიორაციო პროექტები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა და მათი დასრულება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც სარწყავი სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებაზე, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებასა და დატბორვის პრევენციაზე.
სამუშაო პროცესს სამტრედიის მერი საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან, საქართველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროს მამუკა ლოსაბერიძესთან, მის მოადგილე ილო გეგუჩაძესთან, იმერეთის სერვისცენტრის უფროს დისიონ ლომთაძესთან და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
