სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 20-მა თანამშრომელმა სასწავლო ცენტრის – ,,სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 20-მა თანამშრომელმა სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის ,,სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა.
ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა.
“5-კვირიანი სწავლება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: უსაფრთხოებისა და რისკების ანალიზი, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სამართლებრივი და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.
პროგრამის დასრულება მესაზღვრეებს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა პოლკოვნიკმა ოთარ არშინაშვილმა მიულოცა:
„სასაზღვრო პოლიციის სახელით მესაზღვრეებს ვულოცავ საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას. აღნიშნულ კურსში მონაწილეობით თქვენ პროფესიულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით, წინ წაიწიეთ და რაც უმთავრესია მესაზღვრის მისია დაგეკისრათ. კურსის ფარგლებში, თქვენ მესაზღვრისათვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინეთ, მიიღეთ ცოდნა, განათლება და ინფორმაცია რაც დაგჭირდებათ სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის დროს. სასაზღვრო პოლიციაში მუშაობა, ნამდვილად, საამაყო და დასაფასებელია. ყოველი ჩვენგანის ვალია პირნათლად, თავდაუზოგავად ვემსახუროთ სასაზღვრო პოლიციის მიზნებსა და ამოცანებს.“
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა პოლკოვნიკმა ოთარ არშინაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა პოლიციის ვიცე პოლკოვნიკმა გიორგი ოსაძემ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.
მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და პროფესიული საქმიანობის ეფექტურად შესრულებას ისახავს მიზნად”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.