ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს, იროდი უგრეხელიძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროს, გიორგი გასვიანთან ერთად საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადს“ ესტუმრა, აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დღის ცენტრის ბენეფიციარების საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ.
“საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“, რომელიც ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს”,- წერია ინფორმაციაში.