ნოდარ ბოკერია – ვახტანგ სურგულაძეს: როდესაც საუბრობთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, გამობრძანდით და ალეკო ელისაშვილის ქმედებაც დაგმეთ, რომელიც ტერორიზმშია მხილებული

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, პარტია „ლელო“-ს წარმომადგენლის, ვახტანგ სურგულაძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უხერხულია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს ადამიანი, რომლის პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც ტერორიზმის აქტშია მხილებული. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, პარტია „ლელო“-ს არცერთ წევრს ალეკო ელისაშვილის ქმედება არ დაუგმია.

„როდესაც საუბრობთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, გამობრძანდით და ალეკო ელისაშვილის ქმედებაც დაგმეთ, რომელიც ტერორიზმშია მხილებული, მაგრამ სწორედ ალეკო ელისაშვილი არის კოლექტიური „ლელო“-ს სახე“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად გამოაცხადა. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებლით მალე მოწინავე ქვეყნებში ლიდერი გახდება.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები