ზელენსკი – “ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს ახალ წლამდე”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში „ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს ახალი წლისთვის“.
ზელენსკიმ ტრამპთან „უმაღლეს დონეზე“ შეხვედრის შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ერთ დღესაც არ კარგავს.
“არსებობს კარგი იდეები, რომლებმაც შეიძლება, საერთო შედეგისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს”,- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.