თურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” 115 წევრი დააკავეს, რომლებიც „ახალი წლის ტერაქტებს“ გეგმავდნენ

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ შობისა და ახალი წლის ღონისძიებებზე დაგეგმილი თავდასხმები ჩაშალეს მას შემდეგ, რაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი სავარაუდო წევრი დააკავეს.

ქალაქის მთავარი პროკურორის თქმით, სტამბოლის მასშტაბით 124 მისამართზე მასობრივი რეიდები ჩატარდა, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დოკუმენტები ამოიღეს.

ოფიციალური პირების თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები ამ კვირაში აქტიურად გეგმავდნენ თავდასხმებს თურქეთის მასშტაბით, განსაკუთრებით არამუსლიმების წინააღმდეგ.

“პოლიციამ 115 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა კიდევ 22-ის ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები გრძელდება”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან კონტაქტში იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები