კვიპროსში საპროტესტო აქციები შეტაკებებით დასრულდა

      შეტაკებებით დასრულდა საპროტესტო აქციები კვიპროსში. სახელმწიფო ენერგოკომპანიის თანამშრომლები პრივატიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომლის განხორციელებასაც მთავრობა ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის კრედიტების სანაცვლოდ აპირებს. მოგვიანებით აქციის 400-მდე მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობასთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. შეტაკებების შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები