4 ივნისი მხატვარ ვოვა კანდელაკის დაბადების დღეა
დღეს ვოვა კანდელაკის დაბადების დღეა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს.
„ვოვა კანდელაკი 70-იანი წლების მხატვართა თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. როგორც ნონკონფორმისტი მხატვარი, თავისი ნამუშევრებით ხშირად ეწინააღმდეგება საბჭოთა რეალობას და ახალ, კრიტიკულ მოცემულობას გვთავაზობს. მისი შემოქმედება მჭიდრო კავშირს ავლენს ევროპული ხელოვნების მხატვრულ ტრადიციებთან – კომპოზიციების ორიგინალური წყობით, უჩვეულო რაკურსებითა თუ ნახატის სიზუსტით, თუმცა არ კარგავს ქართული მხატვრობისთვის დამახასიათებელ მოტივებს. სწორედ ასე ქმნის უნიკალური ტიპის ეთნო-სიურრეალიზმს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.