იაგო ხვიჩია: მე საერთოდ მგონია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3% ავიღეთ ჩვენ

მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერის“ ეთერში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით იმიტომ არის შეგუებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ანგარიშით მოიგო.

„რა შუაშია მე რამდენი ავიღე, მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3%-ი ავიღეთ ჩვენ. 97-ით 3 მოგვიგო ბიძინამ და ამიტომ ვარ შეგუებული „ქართული ოცნების“ მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით. მე თავიდანვე ვიძახდი, არჩევნების მეორე დღეს, ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ ეს არჩევნები ბიძინამ მოგვიგო 97-ით 3-იო და ეს აისახა პარლამენტში, 100% არის ბიძინასი. სხვანაირად რომ ყოფილიყო, 97-ით 3 კი არა, 90-ით 10 რომ მოეგო, სხვა სიტუაცია იქნებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები