ნიდერლანდები უკრაინის საზღვაო უსაფრთხოებისთვის 400 მილიონ ევროს გამოყოფს
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად 400 მილიონი ევროს ოდენობის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.
ბრეკელმანსმა ეს განცხადება დღეს, ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დახმარების პაკეტი 100-ზე მეტ ხომალდს მოიცავს, მათ შორის საპატრულო ნავებსა და საზღვაო დრონებს.