მარნეულში სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართლადამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადებას გულისხმობს.