უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს ლიდერებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მაშინაც კი, თუ რუსეთი მაღალი დონის მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.
„მჯერა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პოზიცია არ იქნება, სანქციები უნდა შემოიღონ. საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ სანქციები აუცილებელია, თუ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. თუმცა, კიდევ ერთხელ, ამერიკული მხარე ამბობს: მოიცადეთ, ეს უკვე ძალიან ბევრია, ჩვენ კომპრომისი უნდა ვიპოვოთ. და ჩვენ, ჩვენი პოზიციის მიუხედავად, ვამბობთ – კარგი“, – თქვა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ მზადაა პუტინთან შესახვედრად, მაშინაც კი, თუ რუსეთი არ მიიღებს მის წინადადებას მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ ომის დასრულების განზრახვას არ აჩვენებს, სერიოზული სანქციები იქნება საჭირო.
„მზად ვართ თუ არა ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ცეცხლის შეწყვეტის გარეშე? მე ვიტყვი „დიახ“-ს“, – განაცხადა ზელენსკიმ.