რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაზრდილი თავდასხმების ფონზე, აშშ-ის საელჩო კიევში ამერიკის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაზრდილი თავდასხმების ფონზე, აშშ-ის საელჩო კიევში თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში გაზარდა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ინტენსივობა და ამჟამად არსებობს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმების რისკი. აშშ-ის საელჩო კიევში მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ შესაბამისი სიფრთხილე. როგორც ყოველთვის, გირჩევთ, მზად იყოთ დაუყოვნებლივ თავშესაფარში დასარჩენად, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.