ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმის“ ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმის“ ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წიგნი ტონინო გუერას ფონდმა გამოსცა. ტექსტი ქართულად თარგმნა ქეთევან ტომარაძემ.
„კინოს სახლში ნახევრად ლეგალურად ვუყურებდით ტონინო გუერას სცენარით გადაღებულ ფილმებს. ეს იყო ჩვენი გამამხნევებელი ადამიანი საბჭოთა ეპოქაში ჩვენს მიმართ სიყვარულით. ტონინო გუერას ფონდისგან, რომელმაც ეს წიგნი გამოსცა, სხვა გამოცემებსაც ველოდებით. ეროვნული ბიბლიოთეკა კი მომავალშიც მზადაა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ.
ღონისძიებას უძღვებოდა ტონინო გუერას ფონდის დირექტორი ნინო ჭუმბურიძე.
აუდიტორიას სიტყვით მიმართა მთარგმნელმა ქეთევან ტომარაძემ.