ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი პუტინისთვის სანქციების დაწესებას აშშ-თან ერთად გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა აშშ-თან თანამშრომლობისთვის, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ერთდროული სანქციები დააწესონ.

„ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ერთდროულად განვახორციელოთ ევროპული და ამერიკული სანქციები, თუ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა Berlin Playbook Podcast-თან ინტერვიუში.

ევროკავშირი ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს გეგმავს და ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რუსული ენერგეტიკის დასანქცირებასა და რუსეთის ფინანსური წყაროების ამოწურვაზე ვართ ორიენტირებულნი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები