რუმინეთში, ორსული რეალითი შოუს ვარსკვლავი შვილის თვალწინ მოკლეს

რუმინეთში, ქუჩაში მომხდარი თავდასხმის დროს, ორსული რეალითი შოუს ვარსკვლავი თავისი პატარა ქალიშვილის თვალწინ მოკლეს.

23 წლის თეოდორა მარკუ ბუქარესტის გარეუბანში, მცირეწლოვან ქალიშვილთან და ბიძაშვილთან ერთად სეირნობისას ოთხჯერ დაჭრეს.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 26 კვირის ორსული იყო, მისმა ყოფილმა პარტნიორმა, რობერტ ლუპუმ მოკლა. თეოდორა მარკუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მის გადარჩენა ვერ შეძლეს.

თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ლუპუ თავის ყოფილ პარტნიორს გაჰყვა, მშვიდად მიუახლოვდა, შემდეგ კი იარაღი ამოიღო და ახლო მანძილიდან ესროლა. მან მიმდებარე ტერიტორია მშვიდად დატოვა. პოლიციამ ლუპუ მალევე, ახლომდებარე საცხოვრებელ კომპლექსში იპოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს, მან თავი მოიკლა.

„კაცს ორი სასიკვდილო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, რომელთაგან ერთი მან თვითმკვლელობისთვის გამოიყენა“,- განაცხადა პოლიციამ ინციდენტის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ მარკუმ პოპულარობა „სიყვარულის კუნძულის“ მსგავს შოუში მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები