შალვა პაპუაშვილი: შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით.
„როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში მიტინგზე, აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ? სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით. შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვერა და ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან, ზუსტად იმავე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.