მიწისძვრის შემდეგ, პაკისტანის ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
სამხრეთ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა, როდესაც მათ მიწისძვრების სერიის შემდეგ საკნების დატოვების უფლება მისცეს,- ინფორმაცია, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა და პოლიციამ გაავრცელეს.
პოლიციის ცნობით, პატიმრებმა ციხის პერსონალს იარაღი წაართვეს და ორმხრივი სროლის შემდეგ მთავარი კარიბჭე ძალის გამოყენებით გააღეს, რითაც თავის დაღწევა შეძლეს. შემთხვევისას ერთი პატიმარი დაიღუპა, ხოლო 2 ბადრაგი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 80 პატიმრის დაჭერა და ციხეში დაბრუნება მოახერხა, თუმცა 130-ზე მეტ პატიმარს, ამ დრომდე ეძებენ.
ხელისუფლებამ გაქცეულ პატიმრებს მოუწოდა, თავად ჩაჰბარდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაქცევისთვის სერიოზულ ბრალდებას წაუყენებენ.