„კვირა“ გილოცავთ ახალ 2015 წელს!!!

სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს დამდეგ 2015 წელს ვულოცავ! მინდა, რომ ამ წელმა ყოველი ადამიანი მხოლოდ სასიამოვნო სიახლეებით გაახაროს. მსოფლიოში მშვიდობამ, სტაბილურობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს, მინდა ქუჩებში მხოლოდ მომღიმარ სახეებს ვხედავდე. მინდა ყველა, ჯანმრთელი და უზომოდ ბედნიერი იყოს!!! – ანა კონოპლევა.

10872256_894742557232650_113154137_n

ვისურვებდი, რომ 2015 წელს ჩვენი საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში. ჩვენი ქვეყნის ამინდი თავად უნდა შევქმნათ. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს მოვალეობებს და ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე. – ნინი ჯაფარიძე.

10899832_1528173847434187_1473621699_n

გილოცავთ ყველას! გისურვებთ, მალე ჩვენს საქართველოში ღიმილიანი და ბედნიერი სახეები გვენახოს. ერთმანეთის სიყვარული, დაფასება და პატივისცემა გვესწავლოს. ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და ბარაქა მოეტანოს 2015 წელს თითოეული თქვენგანისთვის. ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი შეგვისრულოს. გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!! – ანი შენგელია.

10893874_786171808098540_71005359_n

ყველას გილოცავთ ახალ წელს, რომელსაც ველოდები იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველას გისურვებთ წარმატებულ და მშვიდობიან წელს, ნაკლები სოციალური პრობლემებით. გვწყალობდეს უფალი მუდამ. გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ ბედნიერები. – ფატი ბოლქვაძე.

10269498_1571865453051217_2917994801847324631_n

ნიცა გილოცავთ 365 დღის დასაწყისს. მსურს, თქვენთვის არაფერს ნიშნავდეს წელი, როგორც თარიღი. ზეიმობდეთ არა 2015 წლის დადგომას, არამედ 365 დღეში დაგროვილ და დასაგროვებელ პაწაწუნა გემრიელობებს, ემოციებს, შეგრძნებებს, ღიმილს, თოვლის მოსვლას და მზის ნათებას, დილით თვალების გახელას და საღამოს სასიამოვნოდ დაღლილობას.
გილოცავთ არა 2015 წლის მოახლოებას, არამედ ახალი, საინტერესო, თბილი, ლაღი, ჰარომონიული, მძაფრი დღეების დასაწყისს.
თქვენ გაქვთ ორი არჩევანი – პროგრესი ან პროგრესი! – ნიცა ბუხნიკაშვილი.

10899829_1004994569528559_491169426_n
ჩვენო საყვარელო მკითხველო, გილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას.  ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სიკეთისა და ბედნიერების მომტანი. – მარიამ ლომინაძე.

10881467_786171828098538_1957795413_n

ვისურვებ, თითოეულ ჩვენგანში სიყვარულის სიცოცხლეს, ღიმილიან, გაბრწყინებულ თვალებს და ბევრ თბილს სიტყვას. მე თქვენ მიყვარხართ. – ანა ჩანგიანი.

10904841_786171811431873_1687306730_n

ყველას გილოცავთ 2015 წელს. ეს წელი ყოფილიყოს ოცნებებისა და სურვილების ასრულების წელი. ასევე, ამ წელს მოეტანოს ყველას გულებში სიმშვიდე და ბედნიერება. მინდა, რომ 2015 წელს ყველა გაღიმებული და სიცოცხლით სავსე იყოს. ყველას, ყველას გილოცავთ ახალ წელს. – ირაკლი შაქარაშვილი.

10406975_769360259768072_5723474482045577947_n

მინდა ჩვენს ერთგულ მკითხველს და სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი – 2015 წლის დადგომა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, დოვლათს, მშვიდობას. 2015 წელს სიხარული და სიკეთე მოეტანოს თითოეული თქვენგანის ოჯახში. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ახალი წლის დადგომა ჩემს კოლეგებს და ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, პროფესიული თავისუფლება და ბევრი ექსკლუზივი ვუსურვო. მთელ საქართველოს კი, კიდევ უფრო მეტი წინსვლა, განვითარება. ადამიანებს მეტი ღიმილი, ხალისი, სითბო და ტკბილი მოგონებები დაგბედებოდეთ. – ინგა ქვარცხავა.

10261982_785688164813571_9009479018129108192_n

რაც ყველაზე ძალიან  მაწუხებს,   ეს ადამიანების ჩამქრალი, უვარსკვლავებო თვალებია. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარემოცვაში ძალიან ხშირად ვაწყდები ამ თვალებში დაგუბებულ ნაღველს, რომლესაც თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს. მინდა ასეთი ნეგატივის გამომწვევი მიზეზები გამქრალიყოს თითოეული თქვენგანის ყოველდღიურობიდან, 2015 -ჯერ უფრო ბედნიერები და ლაღები ყოფილიყავით, ვიდრე 2014 წელს. 31 დეკემბრის ღამეს განსხვავებული იქნება საჩუქრები, რომლითაც ჩვენ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს გავახარებთ, მაგრამ მინდა, გაგვაერთიანოს გულწრფელმა ღიმილმა, რომელიც მთელი წელი ძალიან ხშირად გაჩნდება ჩვენს სახეზე. ღიმილი ხომ უფასო და გადამდებია. ბევრი ღიმილიანი, ვარსკვლავიანი და იმედიანი თვალები მინდა საქართველოში. – მარიამ ზედგინიძე.

10877851_786171794765208_1589345261_n

ვულოცავ დამდეგ ახალ წელს სრულიად საქართველოს, ვუსურვებ გამთლიანებას, რწმენაში გაძლიერებას და წარმატებულ წელიწადს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. – თათია პაიჭაძე.

IMG_0681

ბოლო ორი კვირაა, თავში მხოლოდ, ჩემი კოლეგის გოგა აფციაურის სიტყვები მიტრიალებს: „ჟურნალისტებმა, რომლებმაც ომი ვნახეთ, ალბათ ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი…“ მშვიდობა და სიმშვიდე არ მოგკლებოდეთ. – მზევინარ ხუციშვილი.

IMG_0691

ყველას გილოცავთ დამდეგ 2015 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და დიდხანს სიცოცხლეს! ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ადამიანების დაავადებებია, რომლებიც უმეტესად ან არ იკურნება, ან უსახსრობის გამო ვერ ხერხდება მკურნალობა… ვუსურვებ ყველას გამოჯანმრთელებას. მინდა, ეს წელი იყოს ყველას სურვილების ასრულების წელი. – ნინო ხოსიტაშვილი.

1526795_1553882524827101_9168290423020800837_n

 

მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ 2015 წელს. სიმშვიდე, სიხარული, ხვავი, ბარაქა და სიყვარული მოტანოს ამ წელს თითოეული ჩვენგანისთვის. ბედნიერება და წარმატება დაგვბედებოდეს. ყოველი მომდევნო წელი კი უფრო მეტი წინსვლის და განვითარების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მრავალს დაესწარით. – ცირა შერგელაშვილი.

13999_865202590191253_2844940549877111460_n

გილოცავთ ახალ წელს! საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობას, მშვიდობას ბედნიერებას ვუსურვებ. ის, რაც 26 დეკემბერს პარლამერნტის სხდომათა დარბაზში მოხდა, არასოდეს განმეორდეს. „ნაცებო“ და „ქოცებო“, ერთმანეთის ჭამას და ფიზიკურ შეურაცხყოფას თავი დაანებეთ და ერთად ააშენეთ სახელმწიფო. ვინატრებდი, რომ ადამიანები ნაგვის ბუნკერებში სარჩო-საბადებელს აღარ ეძებდნენ. თბილისის ქუჩებში მოხუცები აღარ მათხოვრობდნენ. საქართველოს სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს ვუსურვებდი, რომ მეტი ეზრუნოს მოხუცებზე, ყველა ადამიანი ბერდება და სიბერის წლები გაულამაზეთ… ქვეყანას უმუშევართა სტატისტიკის შემცირებას ვუსურვებდი.. და ბოლოს, ჩემს კოლეგებს ნაყოფიერ წელს ვუსურვებ პროფესიულ საქმიანობაში… ერს გამრავლებას და გამთლიანებას… – იზა შაქარაშვილი.

10904151_786171798098541_1558348602_n

ახალ წელს ყველანი ახალი ენერგიით, შემართებით, ენთუზიაზმით და იმედით ვხვდებით, რომ 2015 წელი გასულზე ბევრად უკეთესი იქნება. ყველას გილოცავთ დამდეგ 2015 წელს, გისურებთ ამ მოლოდინის, სურვილის თუ ჩანაფიქრის ასრულებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, სიუხვეს, სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას. ვისურვებდი, მეტ პოზიტივს, ადამიანების პატივიცემასა და დაფასებას. ქვეყნის გაძლიერებას და მშვიდობიან ქვეყანაში მაქსიმალურად მშვიდად ცხოვრებას! – ეკა გულუა.

10636057_721173137971605_9066337766417621348_n

ვისურვებდი, რომ 2015 წელი იყოს, მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობის, კიდევ უფრო მეტი მიღწევების კოსმოსში, ხალხთა შორის ურთიერთობების დარეგულირების და თანამშრომლობის, ყველა იმ ადამიანის გაკეთილშობილების, რომლებიც უხეშად არღვევენ მსოფლიო იდილიას, ახალი გამოგონებების, რომლებიც კაცობრიობას უფრო მეტ ჰარმონიას შესძენს. გისურვებთ ყველას მშვიდობას და ჩვენს ყოფაში წიგნის დაბრუნებას. – კახა გოგიჩა.

10847014_786176734764714_1136678926_n

 

10877822_786171818098539_1584389202_n 10261982_785688164813571_9009479018129108192_n 10904799_786171821431872_1443006387_n 10904151_786171814765206_1326413363_n 10881406_786171801431874_19176502_n10885548_1578040055744681_3421802607310524632_n

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები