მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ბაჰრეინის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინს უპირისპირდება.
დღევანდელი ამხანაგური მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა ჯაბა დვალის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, შემადგენლობაში კი არიან: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ხარებაშვილი, ბერიაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ეგოიანი, კვარაცხელია, ქვილითაია, ლობჟანიძე.