სოფელ ავლევში გზის ასფალტირება დაიწყო
სოფელ ავლევში გზის ასფალტირება დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა,ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს სოფელ ავლევში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, გზა N1 დაიგება 324 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარი,მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის №509, 2026 წლის 10 მარტის ,,გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” განკარგულების საფუძველზე.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”,- წერია ინფორმაციაში.
