შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიღო

ამა წლის 5 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად და ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო როგორც აჭარის რეგიონში, ისე ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

“შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. მისმა უწმინდესობამ სტუმრები დალოცა და წარმატებები უსურვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები