მარიამ გრიგოლიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად
“საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკურ საქმიანობაში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა განაცხადა.
როგორც გრიგოლიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდების მიერ წამოჭრილი საკითხები და იდეები პირდაპირ აისახება ხელისუფლების სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაში.
„განვლილი შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მათ შორის, გაჟღერდა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიც იყო მაგალითად, ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა. შესაბამისად, იგივე მოლოდინი გვაქვს დღესაც აქ მცხოვრები ახალგაზრდებისგან, რომ მათ მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად.“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.