ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს
დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად საქართველოს ეკონომიკისა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ლონდონის ცენტრალური მეტროს სადგურებში საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.
„ვიზუალური მასალა ლონდონის მეტროს მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურას, ქალაქებსა და სხვა საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს.
მარკეტინგული კამპანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.