„სხვებთან ბრძოლას საკუთარ თავთან ბრძოლა მირჩევნია…“

„მიყვარს საკუთარი თავის და სხვების დაჯერებაც იმაში, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“… – ნინო დარასელი.

– მეორე არხი შენს ცხოვრებაში…
– მეორე არხი ჩემთვის მამაჩემია. ეს იყო არხი, რომელმაც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ერთგვარი გადატრიალება მოახდინა ქართულ ჟურნალისტიკაში. თუმცა მეორე არხი მხოლოდ ზაზას დამსახურება არ ყოფილა. ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ერთად შეძლო მამაჩემმა  ერთი ჩვეულებრივი სახელმწიფო არხის, მომავლის არხად ქცევა.
– ყველაზე რთული და საყვარელი…1511133_765464736835914_2276093582575319061_n
– მე სატელევიზო არხის გაკეთება ვერა, მაგრამ მეორე არხის სულისკვეთების, წარმატების გამეორება ბევრი წლის შემდეგ, ასევე ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ერთად, ჩემი ჟურნალით „ანაბეჭდით“ ვცადე.
– წარმატებისთვის აუცილებელია…
– წარმატებისთვის აუცილებელია შრომა, ბევრი შრომა და, პირველ რიგში, იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ. თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, მაშინ წარმატებასაც ვერ მიაღწევ.
– საყვარელი გამონათქვამები…
– საყვარელი გამონათქვამები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაქვს, იმ დროისათვის შესაბამისი. თუმცა მიყვარს საკუთარი თავის და სხვების დაჯერებაც იმაში, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“…
– ადამიანები შენს ცხოვრებაში…
– ხშირად მსმენია, რომ ცხოვრების მანძილზე მეგობრები გაკლდება, ახლო მეგობრები მოგვიანებით უცხოები ხდებიან. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მხვდა ბედნიერება ვუყვარდეთ, მიყვარდეს. უკვე 40 წლის ვარ და ვისთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდივარ, ისინი არიან ახლაც ჩემს გვერდით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახი, რომელთა გარეშეც, მე ვერაფერს შევძლებდი და შევძლებ ცხოვრებაში.
– ზაზა დარასელი ბევრი ადამიანისთვის სტიმულის მიმცემი იყო – აერჩიათ პროფესია და ებრძოლათ ამისთვის. ზაზა შენს ცხოვრებაში – მგონია, რომ ის მხოლოდ მამა არ იყო…10430362_765464730169248_237713248454174312_n
– დიდი მადლობა ასეთი საოცარი სიტყვებისათვის. მამაჩემი ჩემთვის მშობლის გარდა პირველი უფროსიც იყო სამსახურში. ზაზამ მომცა ადამიანებთან ურთიერთობის მაგალითი.
– შეცდომები…
– შეცდომები? უამრავი შეცდომა დავუშვი. ჩემს გადაცემაში „მაესტროზე“ ID ბოლო კითხვად ყველა რესპონდენტს ვეკითხები, რას შეცვლიდნენ, ცხოვრებას რომ თავიდან იწყებდნენ? რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, უმრავლესობა მპასუხობსნ რომ – არაფერს. მიკვირს ხოლმე, მე ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი და, შესაბამისად, უამრავ შეცდომას აღარ გავიმეორებდი.
თუ გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა?
– სხვებთან ბრძოლას საკუთარ თავთან ბრძოლა მირჩევნია…
-რაც შენში არასდროს შეიცვლება…
– ჩემში არასდროს შეიცვლება სიცოცხლის სიყვარული. არ ვაძლევ ჩემს თავს ცუდ ხასიათზე ყოფნის, ხელის ჩაქნევის და უიმედობის უფლებას.
– ასე მგონია….
– ასე მგონია დრო ძალიან სწრაფად გადის და მე კიდევ ძალიან ბევრი რამე ვერ მოვასწარი. მე მგონი, უფრო უნდა ავჩქარდე…

მზევინარ ხუციშვილი

10805748_765464746835913_4574210091128041156_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები