მაესტრო მერაბ ებრალიძის საფორტეპიანო სტუდიის მოსწავლეთა კლასის კონცერტი გაიმართება
6 ივლისს, 19:00 საათზე, საფორტეპიანო კონცერტების საღამოს ეგიდით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტის, პედაგოგის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, ორგანიზაცია „გზა მომავალ თაობას“ დამაარსებლისა და პრეზიდენტის, მაესტრო მერაბ ებრალიძის (აშშ / საქართველო) საფორტეპიანო სტუდიის მოსწავლეთა კლასის კონცერტი.გაიმართება.
კონსერვატორიის ინფორმაციით, თბილისის საფესტივალო სიმფონიური ორკესტრს უდირიჟორებს გიორგი ჟორდანია.
კონცერტი ეძღვნება მაესტრო მერაბ ებრალიძის ამერიკაში ცხოვრების და მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს
კონცერტს გაუძღვება მუსიკოსი მარინა ლობჟანიძე
მონაწილეობენ:გაბრიელა გურეშიძე, ნიკოლ ჟვანია, ლუკა ოსეფაშვილი, მარიამ გოგაშვილი, ლუკა ვადაჭკორია, ელისაბედ ნარიმანიძე, დავიდ იესილევიჩი, მერაბ ებრალიძე.
სპეციალური სტუმრები: თინათინ ნარიმანიძე, მარიამ ფირცხალაიშვილი, ლუჩიანო პანტანო.
პროგრამაშია: ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, ბიზეს, ბრუხის, ლისტის, როულის, ბერკოვიჩის, ბალანჩივაძის, თაქთაქიშვილის და ცაბაძის კონცერტები.
