პელეს ვაჟი ფულის გათეთრების გამო დააპატიმრეს

ცნობილი ფეხბურთელის პელეს 44 წლის ვაჟი ედსონ ჩოლბი ნასიმენტუ დაკავებულია ფულის გათეთრებისთვის და ნარკოტრაფიკთან კავშირისთვის. ამის შესახებ „იტარ-ტასის“ ცნობით ბრაზილიური მედია იუწყება.
მიმდინარე წლის მაისში ედინიო, როგორც კლუბ „სანტოსის“ ყოფილ მეკარეს ეძახიან ბრაზილიაში, 33 წლით და 4 თვით იყო გასამართლებული. თუმცა მან აპელაციას მიმართა და გადაწყვეტილების მიღებას სახლში ელოდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პელეს ვაჟის აპელაციას უარი ეთქვა, შესაბამისად ის დაუყონებლივ დაპატიმრებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიური კანონების თანახმად, ედსონ ჩოლბი ნასიმენტუს სასამართლო განაჩენის გასაჩივრების საშუალება ჯერ კიდევ აქვს.
თავად ფეხბურთის მეფე პელე კი ამ დღეებში საავადმყოფოდან იყო გამოწერილი. მას თირკმელებიდან ქვები ამოუღეს. შვილის დაპატიმრების შესახებ პელეს არანაირი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები