რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 3 წლის ბავშვის გაუპატიურებას ედავებიან

სანქტ-პეტერბურგში საქართველოს 23 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 3 წლის ბიჭის გაუპატიურება ედება ბრალად. რუსული მედიის ინფორმაციით, ბავშვმა მომხდარის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დედამისის მეგობარმა ზაურმა მასზე იძალადა. მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვის ბებიამ აცნობა.
ბავშვი ჯერ პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ექიმებმა ამბულატორიული მკურნალობა სახლის პირობებში დაუნიშნეს. გაუპატიურებაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე უკვე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები