პენტაგონმა კრემლის პოლიტიკას სახიფათო და უპასუხისმგებლო უწოდა
რუსეთი დასავლეთში საერთაშორისო საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს აღიარება პენტაგონის ხელმძღვანელმა ჩაკ ჰეიგელმა გააკეთა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სახიფათო და უპასუხისმგებლო უწოდა. ჰეიგელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ პროვოცირებულმა დაძაბულობამ ნატოს გაერთიანებითვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე სხვამ წარსულში. მინისტრის თქმით, რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ, ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების ფრენების რაოდენობის გაზრდა ევროპულ საჰაერო სივრცეში და მსგავსი ფრენების განხორციელების გეგმები მექსიკის ყურის თავზე ძალიან სახიფათოა“.