ერაყული ქურთისტანის დედაქალაქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი აფეთქება მოხდა ერაყული ქურთისტანის დედაქალაქში – ქალაქ ერბილში. ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი ნიუს არაბიამ“ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილის საქალაქო ადმინისტრაციასთან მოხდა. მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, ერაყში ძალადობის მსხვერპლი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებების შედეგად 1,27 ათასი ადამიანი გახდა, 2 000 მეტი კი დაიჭრა. ყველაზე დაძაბული სიტუაცია ბაღდადშია დაფიქსირებული, სადაც 379 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები