ამერიკელმა სენატორებმა ობამას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდეს

ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციას უკრაინისთვის ტერორისტებთან საბრძოლველად ლეტალური იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მაკკეინის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინაში არაეფექტურია, რადგან აგრესიის მსხვერპლთათვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს შეიცავს. ეს ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ისევე თავისუფალი ხალხის ბრძოლაში მხარდაჭერის ჩვენეულ ტრადიციებს, აშშ-მ და ევროკავშირმა უკრაინა იარაღით უნდა უზრუნველყონ, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ესაჭიროება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები