ჰიტლერის მიერ აკვარელში შესრულებული ნახატი აუქციონზე გაიყიდება

ადოლფ ჰიტლერის მიერ 1914 წელს აკვარელში შესრულებულ ნახატს შაბათს, 22 ნოემბერს, აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ. სავარაუდოდ, ნახატის ფასი 50 ათას ევროს მიაღწევს.
აუქციონერ ქეთრინ ვაილდერის თქმით, ჰიტლერის ნახატი „სამოქალაქო რეესტრი და მიუნხენის ძველი ქალაქის დარბაზი“ 2 000-იდან ერთ-ერთია იმ სერიიდან, რომელიც ჰიტლერმა 1905-1920 წლებში შექმნა, როდესაც სურდა, მხატვარი გამხდარიყო.
ჰიტლერი თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში „ჩემი ბრძოლა“ გულგატეხილი წერდა, რომ მხატვრად გახდომის სურვილი ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიის უარმა ჩაუკლა.
ნახატის საწყისი ფასია 4 500 ათასი ევრო. გაყიდვიდან შემოსული თანხის 10 პროცენტი ქველმოქმედებას მოხმარდება.
აუქციონერის თქმით, ნახატმა მრავალი ქვეყნიდან მყიდველების დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა აუქციონის დღეს უშუალოდ შოურუმში რამდენი მსურველი გამოცხადდება, უცნობია.
ჰიტლერის სხვა ხუთი ნახატი აუქციონზე 80 ათას ევროდ გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები