ნიუ-იორკში დიდთოვლობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
დიდთოვლობის შედეგად ნიუ-იორკში 4 ადამიანი დაიღუპა. „სი-ენ-ენის“ ცნობით სტიქია რეგიონში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს, თუმცა თოვლის ყველაზე დიდი რაოდენობა ნიუ-იორკში დაფიქსირდა. ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლე 1 მეტრს აღემატება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დიდთოვლობით გამოწვეული საგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 3 ადგილობრივი მოსახლე გულის შეტევით დაიღუპა, სავარაუდოდ, თოვლიანი გზების დასუფთავებისას.
მეტეოროლოგების პროგნოზებით, დიდთოვლობა რეგიონში გაგრძელდება. ზოგან დადებული თოვლის სიმაღლე 1,3 მეტრს მიაღწევს.