ლავროვი: მოსკოვს ევროკავშირთან კონფრონტაცია უკრაინის გამო არ სურს

რუსეთს ევროკავშირთან კონფრონტაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო არ სურს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამასთან ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები – ეს გზა, რომელიც არსად მიგვიყვანს, მოსკოვი კი სანქციების გასაუქმებლად დასავლური ქვეყნების ხვეწნას არ აპირებს.
„სანქციები – საერთოდ ჩვენი არჩევანი არაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დასავლური ქვეყნების ხვეწნას მათ მოსახსნელად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პერიოდულად ამაზე მიგვანიშნებენ: მოდით ჩვენ გარკვეულ კრიტერიუმებს შევათანხმებთ, გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ და ამისთვის სანქციებს მოვხსნით. ჩვენ ასეთ თამაშებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები