გამოფენა „ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990“ გაიხსნება

21 ნოემბერს ექსპოჯორჯიაში გამოფენა „ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი არქიტექტორების მასალა ამ წლებში შექმნილი პროექტების შესახებ. დამთვალიერებელს ექნება საშუალება, გაეცნოს სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ ნამუშევრებს. ეს სფეროებია: ვაჭრობა, მომსახურება და ადმინისტრაციული შენობები; ტრანსპორტი, კომუნიკაციები და საინჟინრო ნაგებობები; სპორტი და კულტურა; საცხოვრებელი სახლები; მემორიალები და მონუმენტები; დასვენება და ტურიზმი.
გამოფენა იმართება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები