2014 წელს გურამ რჩეულიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება

20 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მწერალი გია არგანაშვილი გურამ რჩეულიშვილის შესახებ ისაუბრებს. 2014 წელს გურამ რჩეულიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.
მწერალი გია არგანაშვილი ისაუბრებს გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებაზე, 60-იანელთა თაობაზე და იმ გარემოზე, რომელშიც ამ თაობას მოუწია ცხოვრება; მწერლის დამოკიდებულებაზე ქართველი კლასიკოსების შემოქმედებასთან და თავად ამ ავტორის საეტაპო ნაწარმოებებზე: „ალავერდობა“, „უსახელო უფლისციხელი“, „სალამურა“, „თვირთვილა“, და „ბატონო ტელემაყურებლებო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები